ახალი ამბები

აჭარაში საბანკო ოპერაციები შეწყდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველანაირი საბანკო ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება.


ეროვნულმა ბანკმა აჭარის საზღვაო ბანკის ლიცენზია გამოითხოვა. აჭარის ხელისუფლების მიერ ყველა ფინანსური ოპერაციის განხორციელება საზღვაო ბანკის მეშვეობით  ხდებოდა. 


ირაკლი მანაგაძემ განაცხადა, რომ ასევე შეუწყდათ ოპერაციები აჭარაში მოქმედ კომერციული ბანკების ფილიალებს.


იმ ორგანიზაციების ანგარიშები, რომელთა საქმიანობაც აჭარის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, გაიყინა.


ყველა ეს ღონისძიება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ეკონომიკური ბლოკადის შემოღების ფარგლებში განხორციელდა.   

Back to top button