
ახალი ამბები
ეუთოს დამკვირვებლებმა აჭარა დატოვეს
ეუთოს გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წინასაარჩევნო სიტუაციის კონტროლის მიზნით იმყოფებოდნენ, რეგიონი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ დატოვეს.
„მათ აჭარა უსაფრთხოების მიზნით დატოვეს და ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი უკან დაბრუნდებიან თუ არა“, – განუცხადა ეუთოს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელმა ლუჩია სკოტონმა „სივილ ჯორჯიას“ 16 მარტს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 16 მარტს შეშფოთება გამოთქვა აჭარაში არსებული სიტუაციის გამო და ეჭვი გამოთქვა რეგიონში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.