ახალი ამბები

ცსკო-ს თავმჯდომარე აჭარაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას შეუძლებლად მიიჩნევს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 16 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „აჭარაში არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონის ამომრჩევლებს არ ექნებათ საშუალება თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში“.


„აჭარაში შეიარაღებული ჯგუფები დადიან, არსებობს ინფორმაცია დამკვირვებლებზე თავდასხმების თაობაზე. ამგვარ პირობებში, ეჭვი მაქვს, რომ ამომრჩევლებს არ ექნებათ საშუალება 28 მარტის არჩევნებზე თავისუფალი არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მისი თქმით, არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი  დღის წესრიგში არ დამდგარა.

Back to top button