
ახალი ამბები
რკინიგზაზე აფეთქება მოხდა
მცხეთის ტეროტორიაზე მდებარე სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე 16 მარტს დილით აფეთქება მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე შპს “საქართველოს რკინიგზის” და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.
სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ, თუ რა სახის ნივთიერება აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ტროტილმა გამოიწვია. აფეთქების გამო რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგანაც სარეზერვო ხაზი იქნა გამოყენებული.