ახალი ამბები

ჟვანია: აბაშიძემ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. აჭარის ლიდერმა პრემიერ-მინისტრის წინადადება პირისპირ შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს არ მიიღო.
 
„ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ასლან აბაშიძემ თავი შეიკავა ამ შეხვედრისაგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტისგან, ისე ქვეყნის ხელისუფებისგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საკითხის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით შევძლოთ იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც მთელს საქართველოს აღელვებს“ – განაცხადა დღეს ფოთში ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჟვანიამ.
 
საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით დღეს ფოთში ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჭარის საკითხის მოგვარება დაევალა და რომლის თავმჯდომარეც ზურაბ ჟვანიაა.

Back to top button