ახალი ამბები

არსებული ინფორმაციით, აჭარაში ოპოზიციის დაშინება ხდება

აჭარაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობების ლიდერთა განცხადებით,  რეგიონის ხელისუფლების მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში ოპონენტების დაშინება ხდება. ისინი მათგან რეგიონის დატოვებას მოითხოვენ.


“აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩვენი აქტივისტების დევნისა და დაშინების 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათი მოთხოვნაა ოპოზიციურად განწყობილმა პირებმა დატოვონ აჭარის ტერიტორია. არსებობს კიდევ ბევრი შემთხვევა, თუმცა ბევრს ამის შესახებ საუბარი უჭირს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენელმა თამაზ დიასამიძემ.


პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი მოთხოვნა აჭარის ლიდერისადმი რეგიონში ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა იყო.

Back to top button