
ახალი ამბები
ეუთო-ს თავმჯდომარე და აშშ-ს ელჩი სააკაშვილს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს სოლომონ პასის შეხვდა. საუბარი ცენტრსა და აჭარის ხელისუფლებას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას შეეხო.
“ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ჩვენ გვინდა, რომ მხარეებმა საკითხის მოგვარება მშვიდობიანი გზით შეძლონ” – განაცხადა რიჩარდ მაილსმა შეხვედრის შემდეგ.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აჭარის ხელმძღვანელობასთან. მან მხარეებს პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში 14 მარტს ჩამოვიდა, აშშ-ის ელჩთან ერთად ფოთში საქართველოს მთავრობასთან შესახვედრად კი დღეს გაემგზავრა.