
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებას არ აპირებს
ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფოთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე მინდა ყველა აჭარელს ვუთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმება სურს მტკნარი სიცრუეა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე ბინძური მონაჭორია, თითქოს ხელისუფლება აპირებს აჭარაში მცხოვრები მუსულმანური სარწმუნოების მიმდევრების წინააღმდეგ გამოსვლას და მეჩეთების დანგრევას. “ჩვენ ვემხრობით სარწმუნოების თავისუფლებას და ასეთ ქმედებას არ ვგეგმავთ, ამას ადგილობრივი ხელისუფლება მათ დასაშინებლად აკეთებს”, – დასძინა პრეზიდენტმა.