ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავჯდომარე საქართველოს ეწვია

ეუთოს მოქმედი თავჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი 14 მარტს საქართველოში ჩამოვიდა.


იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 15 მარტს ფოთში შეხვდება. საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი 14 მარტიდან, აჭარის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, ფოთში იმყოფებიან. 


ქვეყნის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრების შემდეგ სოლომონ პასი 15 მარტს საღამოს პრესკონფერენციას ჩაატარებს.


 

Back to top button