
ცსკო-ს თავმჯდომარემ ახალი კონცეფცია შეიმუშავა
ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს საარჩევნო სისტემების რეფორმირების შესახებ ახალი კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უფლებამოსილებას გამიჯნავს.
ახალი პროექტის მიხედვით, გამარტივებულია კენჭისყრისა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურები. ხუთამდე მცირდება ცენტრალური საარჩევნო და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა, ხოლო ცხრამდე საუბნო კომისიების წევრები.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. პარლამენტი ნიშნავს ცსკო-ს თავმჯდომარეს და 4 წევრს.
”ახალი პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული და საფუძვლად უდევს ეუთო-ს რეკომენდაციები. საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტდება პროფესიონალური ნიშნით”, – განაცხადა ცსკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
იგი იმედოვნებს, რომ ახალი პროგრამის განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ საზოგადოების ნდობა. ახალი პროექტი პარლამენტს განსახილველეად აპრილის თვეში წარედგინება.