ახალი ამბები

შს მინისტრმა ახალი მოადგილეები და პოლიციის სამმართველოების უფროსები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისი ორი ახალი მოადგილისა და პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელების ვინაობა დაასახელა. ირაკლი კლდიაშვილი და ავთანდილ ანთაძე გიორგი ბარამიძის მოადგილეებად დაინიშნენ.


თბილისის საგამოძიებო სამსახურის უფროსად ზვიად სულხანიშვილი, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ვასილ მარგალიტაძე, ხოლო ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსად დავით ღლონტი დაინიშნენ.


“ჩვენ ვაპირებთ ეფექტური ძალოვანი სტრუქტურის შექმნას, რომელიც პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდება. რეფორმების განხორციელება რეფორმისტული გუნდის გარეშე შეუძლებელია. ამრიგად, რეფორმებისკენ ორიენტირებული ხალხი გვჭირდება სამართალდამცავ ორგანოებში სიტუაციის გამოსასწორებლად”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Back to top button