ახალი ამბები

ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს 150 000 დოლარი მოიპარეს

9 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, კრწანისის სამხედრო საწვრთნელი ბაზიდან 4 მარტს 150 000 აშშ დოლარი მოიპარეს. ეს ბაზა ემერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართული ჯარების წვრთნისათვის გამოიყენება „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში.


სამართალდამცავების განცხადებით, ქურდებმა 100-კილოგრამიანი სეიფი მოიპარეს, რომელშიც 150 000 აშშ დოლარი და ამერიკელი ინსტრუქტორების სხვა პირადი ძვირფასეულობა იდო.


„საწვრთნელი ბაზა განსაკუთრებულად კარგად დაცული ობიექტია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 მარტს.

Back to top button