
ახალი ამბები
ცსკო-მ დაასრულა ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის პროცესი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დაასრულა ამომრჩეველთა სიების კომპიუტერში განთავსების პროცესზე მუშაობა. დღეიდან ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ამომრჩეველთა სიები და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ადგილზე მისვლით ან ინტერნეტის საშუალებით შეამოწმოს არის თუ არა სიაში.
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი სიაში, მას შეუძლია გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია 21 მარტამდე. ამის შესახებ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცალკეული საარჩევნო უბნების მონახულების და კომისიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ამ დროისათვის ამომრჩეველთა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი.