
ახალი ამბები
სააკაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა, სადაც იგი თავის ფრანგ კოლეგას ჟაკ შირაკს შეხვდება.
დაგეგმილია ასევე სააკაშვილის შეხვედრები საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრებთან.
საფრანგეთის ვიზიტი სააკაშვილის მეექვსე მოგზაურობაა საზღვარგარეთ პრეზიდენტის რანგში.
იგი უკვე ეწვია ბერლინს, მოსკოვს და ვაშინგტონს, აგრეთვე სტრასბურგს, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან. გასულ კვირას სააკაშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა.