ახალი ამბები

აბაშიძე აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 7 მარტს განაცხადა, რომ აჭარის უშიშროების სამინისტრო არ გაუქმდებოდა, როგორც ეს ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოითხოვა.


„აჭარის უშიშროების სამინისტროს ფუნქციონირება აჭარის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. აჭარის პარლამენტი ქმნის ან აუქმებს ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში,“ განაცხადა ასლან აბაშიძემ.


7 მარტს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აჭარის უშიშროების სამინისტროს არსებობის საჭიროება არ არსებობს.


„საქართველოში არის ერთი ერი, ერთი ქვეყანა და ერთი უშიშროების სამინისტრო, და არ მესმის რა მიზანს ემსახურება მეორე უშიშროების სამინისტროს არსებობა. ნებისმიერი უშიშროების სამსახური, გარდა საქართველოს უშიშროების სამინისტროსი, არის მტრის სამსახური და უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან გააფრთხილა აჭარის ხელისუფლება, რომ თუ იგი უარყოფდა მის მოთხოვნას „რეპრესიული ღონისძიებები იქნებოდა მიღებული“. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 მარტს ასევე მოსთხოვა აჭარის ხელისუფლებას გააუქმოს უშიშროების სამსახური.

Back to top button