
ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ენერგოპროექტები დომინირებს
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 4-5 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის შემდგომი თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკული პროექტების განხორციელბა, რეგიონალური მოწყობა და ტერორიზმთან ბრძოლა – ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც ორი ქვეყნის საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დროს განიხილეს.
“ჩემი ვიზიტი ბაქოში მოსკოვსა და ვაშინგტონში ვიზიტების შემდეგ დასტურია იმის თუ რა მინშვნელობა აქვს საქართველოს აზერბაიჯანთან თანამშრომლობას” – განაცხადა ბაქოში ჩასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა.
“საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრული მეზობლები ვართ და ეს მომავალშიც ასე იქნება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელების დასტურია” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ძირითადი საკითხი ეკონომიკა და მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და “ბაქო-თბილისი-ერზუმის გაზსადენის პროექტების შემდგომი განხორციელება წარმოადგენდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალში შეუფერხებლად გაგრძელდეს ერთობლივი პროექტები, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ორივე ქვეყანას დიდ მოგებას მოუტანს.
“ჩვენ ერთობლივად უნდა უზრუნველყოთ ამ გლობალური პროექტების განხორციელება. პირვე ეტაპზე კი უნდა მოხდეს ნავთობსადენის მშენებლობის გაგრძელება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ „თითქოს და ეკოლოგიური პრობლემების საფარქვეშ“ ხელი შეუშალონ და შეაჩერონ აღნიშნული პროექტები, ან შეცვალონ მარშუტი. სააკაშვილის განცხადებით ამის აღსაკვეთად საქართველოს ხელისუფლება ყველფერს გააკეთებს.
“ჩემთან ასეთი რამ არ გაუვათ” – განაცხადა მიხეილ სააკშვილმა და დასძინა, რომ ორივე პროექტის უსაფრთხოდ განხორციელბის შესახებ საკითხები ვაშინგტონში ვიზიტის დროს (22-26 თებერვალი) ამერიკულ მახარესთან, რომელიც უშავლოდ არის ჩართული პროექტში, განიხილა.
მისი თქმით ვაშინგტონში ასევე მოხდა ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხების განხილვა და განაცხადა რომ აშშ მზად არის ამ მიმართულებითაც გაუწიოს დახმარება საქართველოს.
მოლაპარაკებებისას ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარების მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯნას შორის ერთიანი სატარიფო და საბაჟო სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს იმ საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას, რაც გარკვეულ ბარიერს უქმნის ეკომომიკურ თანამშრომლობას.
“აზერბაიჯანი საქართელოს აინტერესებს, როგორც მისი პროდუქციის გასაღების ბაზარი და ასეთივე ინტერესი აქვს აზერბაიჯანს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ამას გარდა აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის სინქრონიზაციაც, ისე რომ აზერბაიჯანში დარეგისტრირებულ ფირმას თავისუფლად შეეძლოს საქართველოში საქმიანობა და პირიქით,“ – დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დროს ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლინობის აღდეგნის საკითხები. ილჰამ ალიევის განცხადებით, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთაინობის აღდგენა და საკითხის მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაში ორივე ქვეყნის ხელისუფლების თანადგომაა საჭირო.
“ჩვენ გვაერთიანებს ერთი პრობლემა სეპარატიზმი. ამ მხრივ საერთაშორისო სამართალი საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარესაა და ადრე თუ გვიან ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანოიბა აღდგება. ჩვენ გვინდა რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით” – განაცხადა ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ტერიტორიული მთალანოიბის აღდგენის მიზნით მხარში უნდა დაუდგენ ერთმანეთს.
“ჩვენ ვიდგებით გვერდიგვერდ ამ საკითხების მოგვარების დროს. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიული მთლაინობის აღდგენას და ეს ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ანალოგიური მხარდაჭერის იმედი გავქვს საქართველოს მხრიდან” – დასძინა ილჰამ ალიევმა.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისისათვის და ბაქოსთვის მოსკოვთან ურთიერთობას.
”რუსეთი საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი იქნება საიმედო პარტნიორი მთელი კავკასიის რეგიონისთვის. ეს მეტად მნიშვნელოვანია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აზერბაიჯანის პარლამენტის წარმომადგენლებთან და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებთან ოფიციალური შეხვედრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა 5 მარტს სინგაჩალის ტერმინალი მოინახულა, საიდანაც იწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას საქართველოსთვის. ნავთობსადენის ამოქმედება 2005 წლიდან იგეგმება.
თბილისში დაბრუნებული პრეზიდენტი კი ბაქოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ილჰამ ალიევი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც შენობით ესაუბრება და ასეთი დამოკიდებულება მასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა.