
ცსკო-მ ბონდო შალიკიანს იმუნიტეტი მოუხსნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ბონდო შალიკიანს იმუნიტეტი მოუხსნა. იმუნიტეტის მოხსნის შესახებ განცხადებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს, ქუთაისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბონდო შალიკიანის დაკავების შემდეგ, მიმართა.
ბონდო შალიკიანი სამართალდამცავებმა დღეს დილით საკუთარ სახლში უკანონოდ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის შემდეგ დააკავეს. ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღესვე ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ბონდო შალიკიანის ბრალს მაშინ წაუყენებენ, როცა კომისია მას იმუნიტეტს მოუხსნის. ყოფილი ხელისუფლების მომხრე ბონდო შალიკიანი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩიეს.