
აჭარის ტერიტორიაზე ჟურნალისტი სცემეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში დღეს ბათუმიდან თბილისში მომავალი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, გადაცემა “60 წუთის” კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე სცემეს. თვითმხილვევების განცხადებით, თავდამსხმელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ვახტანგ კომახიძის საკუთარი ავტომანქანა სამართალდამცავებმა გააჩერეს, რის შემდგომაც მოხდა თავდასხმა. ვახტანგ კომახიძეს ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა ადგილობრივი გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორი მზია ამაღლობელი. მისი ინფორმაციით თავდასხმელებმა ავტომანქანიდან კამერა და ფოტოაპარატი წაიღეს, სადაც ბათუმში მიმდინარე მოვლენები იყო აღბეჭდილი.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ სამართალდამცავები, რომლებიც უშუალოდ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ.