
მთავრობა დამალული საგასახადო ვალდებულებების კანონქპროექტს განიხილავს
ფინანსთა სამინისტრომ დამალული საგასახადო ვალდებულებების შესახებ კანონპროექტი 4 მარტს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას წარუდგინა. პროექტი ითავლისწინებს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ძველი დავალიანებების გადახდის მექანიზმს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პიროვნება აღიარებს საგადასახადო ვალდებულებას იგი გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ასევე დეკლარაციის შევსების დრო თუ პიროვნება დაასახელებს სრულ თანხას, რომელიც გასულ წლებში სახელმწიფოს დაუმალა, დაუწესდება გარკევული შეღავათები გადახდის დროს. პირველად შესაძლოა მოხდეს დამალული გადასახადის მხოლოდ 10% გადახდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად გადანაწილდეს. ასევე გადავადდეს დეკლარაციის წარდგენის ვადა და ეს სამი თვით განისაზღვროს.
ფინანსური ამნისტიის შემოღების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 თებერვალს გამოვიდა. იგი ბიზნესმენებს სრულ ხელშეუხებლობას შეჰპირდა, თუ დამალული გადასახადების ლეგალიზებას მოახდენდნენ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის განხილვა დღეს მთავრობის სხდომაზე მოხდება და განისაზღვრება, თუ რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს საგადასახადო კოდექსში.