ახალი ამბები

ქართველი და აზერბაიჯანელი პრეზიდენტები მეგობრულ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.


„ახალი თაობა მოდის და ამიტომ ჩვენს ურთიერთობებში ახალი ენერგიაა“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ ალიევთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


„ჩვენს თანამშრომლობას და ძმურ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია“, – დასძინა სააკაშვილმა.


„საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები, კარგი მეზობლები და ძმები არიან“, – განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს.


ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების ენერგოპროექტთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა. სააკაშვილის თქმით, „საქართველოსთვის ნავთობსადენს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.


მისი განცხადებით, „გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ეკოლოგიური ინტერესების საბაბით შეეცდებიან ხელი შეუშალონ პროექტის განხორციელებას“.


„მე ამას არ დავუშვებ“,- დასძინა მან.


საქართველოს პრეზიდენტი 5 მარტს თბილისში დაბრუნებამდე სანგაჩალის ნავთობტერმინალს ეწვევა.


პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ასპექტებიც განიხილეს, მათ შორის სასაზღვრო სისტემის გამარტივება, „რათა ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობა გავუადვილოთ“.


„ჩვენ ასევე განვიხილოთ საბაჟო სისტემის სინქრონიზაცია, სატარიფო პოლიტიკა და ორი ქვეყნის იურიდიული ბაზაც კი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.  

Back to top button