ახალი ამბები

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდა

ქართული ლარის კურსი აშშ-ის დოლართან მიმართებაში გაიზარდა და 1 დოლარზე 1,98 ლარი შეადგინა.


ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ლარის ყველაზე მაღალი კურსია.


ექსპერტების განცხადებით, ამგვარი ტენდენცია სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზებით არის გამოწვეული. ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2 მარტს განაცხადა, რომ თებერვლის საბიუჯეტო მაჩვენებლები შესრულებულია.


მისი თქმით, თებერვლის მაჩვენებლების გადაჭარბებით შესრულება შემოსავლების გაუმჯობესებული მობილიზებით და აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადახდითაა გამოწვეული.

Back to top button