ახალი ამბები

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში საქართველოში ჩამოვიდა

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში როლფ ეკეუსი 2-4 მარტს საქართველოში ვიზიტის დროს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობას განიხილავს.


პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თედო ჯაფარიძესთან და პარლამენტის თავჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების განათლებასთან, ენის გამოყენებისა და პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.


3 მარტს ეუთომ განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოიწონა უმაღლესი კომისრის საქმიანობა საქართველოში, კერძოდ კონფლიქტის თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში განხორციელდა – რეგიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.


პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონისა და მისი მოსახლეობის უკეთეს ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.


მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, რომელზეც ეუთო მონიტორინგს განახორციელებს, უმაღლესმა კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა უმცირესობების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ეფექტური მონაწილეობის მნიშვნელობა.  


ორენოვანი ბიულეტენები საქართველოში პირველად იქნა გამოყენებული 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ამ  ნაბიჯმა ევროსაბჭოს მოწონება დაიმსახურა.

Back to top button