ახალი ამბები

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე გამართავს მოლაპარაკებებს.


წინასწარი ინფორმაციით, ვიზიტის დროს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის საკითხიც იქნება განხილული.


აფხაზეთის ენერგოობიექტების, მათ შორის  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი პირობაა სოჭში ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის მიღწეული შენახმებისა.

Back to top button