ახალი ამბები

მემარჯვენე ოპოზიცია ხელისუფლებას გადასახადების ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებს

ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების” ლიდერები ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ  კორუმპირებული ადამიანიების დაპატიმრებებით და ბიზნესმენების დაშინებით არ უნდა იყოს დაკავებული.
 
“ქვეყანაში დაშინების მეთოდით ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება შეუძლებელია. ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა” – განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოკის ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და გოგი თოფაძემ.
 
მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს საგადასახადო სისტემის დახვეწის პროცესი და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები არსებულ კანონში. 
 
ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” ორ პარტიას “ახალ მემარჯვენეებს” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” აერთიანებს. ორივე პარტია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებეს მონაწილეობას.

Back to top button