
შსს-ის ორი მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საპასპორტო განყოფილების უფროსმა დავით თოდუამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
მის წინააღმდეგ გასულ კვირას სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დავით თოდუას, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის დროს პირველი მოადგილე იყო, ბრალი ედება უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანილი ათასამდე ავტომანქანის უკანონოდ განბაჟება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 200-2003 წლების განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 15,000 განუბაჟებელი ავტონობილია შემოყვანილი.
29 თებერვალსვე თანამდებობა დატოვა საგზაო პოლიციის ხელმძღვანელმა შალვა ობგაიძემაც, რომელიც გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს, საქმე ასევე 70 უკანონოდ განბაჟებულ ავტომანქანას ეხება.
შალვა ობგაიძე საგზაო პოლიციის უფროსად ერთი თვის წინ დაინიშნა და ის ზურაბ ჟვანიას პარტიის „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრია.