ახალი ამბები

ქართული სამხედრო კონტინგენტი ერაყიდან სამშობლოში ბრუნდება

თავდაცვის სამინისტროს პირველი ქართული სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ერაყის ქალაქ თიქრითში მსახურობდა, დღეს თბილისში ბრუნდება. მათ უკვე შეასრულეს თავიანთი სამხედრო მისია.


ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში 71 ქართველი ჯარისკაცისგან შემდგარი შენაერთი იღებდა მონაწილეობას. აქედან 20 სამხედრო ექიმი, 15 კი ინჟინერ-გამნაღმველი იყო. ისინი ერაყში 3 აგვისტოს გამეგზავრნენ.


ერაყში ახალი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა მარტის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი.

Back to top button