skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ამომრჩევლებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქართველოს მოქალაქეებს წინასაარჩევნო რეგისტრაციის გავლისაკენ მოუწოდა.


ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი 15 დეკემბერს დაიწყო და მიზნად ისახავს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების მომზადებას. ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში მისვლა და სპეციალური ფორმების შევსება მოუწევთ, რაც საშუალებას მისცემს მათ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით უკვე 110,000 ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადობის მოწმობებს უფასოდ გასცემს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც მოწმობები არ გააჩნიათ, რათა საშუალება მიეცეთ მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.


ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი 21 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცსკო შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად კიდევ ერთხელ შეამოწმებს სიებს.


საბოლოო სიები საარჩევნო უბნებში 29 დეკემბერს გამოიკვრება, რაც საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს გადაამოწმონ თავიანთი გვარები სიებში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button