ახალი ამბები

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აჭარის ლიდერმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ, რომელიც დღეს დილით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია, განაცხადა, რომ მისი შეხვედრა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი იყო.

“ჩვენ განვიხილეთ რეგიონის განვითარების საკითხი, ასევე შევეხეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ვისაუბრეთ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე. დეტალებზე საუბრისგან ამჟამად თავს შევიკავებ”, – განაცხადა ლინ პასკომ თბილისში დაბრუნებისას.

ამერიკის მთავრობის დელეგაცია ლინ პასკოს ხელმძღვანელობით საქართველოში 3 დეკემბერს ჩამოვიდა და ამჟამად  მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ დახმარების თაობაზე, რისი გაწევაც ამერიკას საქართველოსთვის შეუძლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button