ახალი ამბები

კოლინ პაუელი საქართველოს საკითხს ეუთოში განიხილავს

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ჰოლანდიაში ვიზიტის დროს, სადაც ეუთოს მორიგი შეხვედრა გაიმართება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს განიხილავს.

“ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული საკითხები უნდა განვიხილოთ, თუ რა მოხდა საქართველოში და რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას ახალი არჩევნების მომზადების საქმეში”, – განაცხადა კოლინ პაუელმა 25 ნოემბერს.

მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა.

ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აპირებს მონაწილეობა მიიღოს ეუთოს მორიგ სხდომაში და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა კოლინ პაუელსაც შეხვდეს.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button