
აშშ იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგებით და საქართველოს ხელმძღვანელობით
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და განაცხადა, რომ შედეგები “არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.” “შედეგები ზუსტად არ ასახავენ საქართველოს ხალხის ნებას. შედეგები ცხადყოფს ხმების მასობრივ გაყალბებას აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში” – განაცხადა ერელიმ. “დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლისა და “ეგზით პოლების” შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (20 ნოემბერს) გამოქვეყნებული შედეგებისგან, და ეს განსხვავება ადასტურებს, რომ ხმების დათვლის დროს დიდ მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ დიალოგს უმაღლეს დონეზე, როგორც აქ (ვაშინგტონში), ისე თბილისში” – განაცხადა ერელიმ. კითხვაზე, აღიარებს თუ არა აშშ საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურად, არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, ერელიმ უპასუხა, რომ “ჩვენ ვფიქრობთ შემდგომ ნაბიჯებზე და გავაკეთებთ განცხადებას. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს.” შედეგად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის~ ახალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვა, აღორძინებამ – 33, ნაციონალურმა მოძრაობამ – 32, ლეიბორისტულმა პარტიამ – 20, ბურჯანაძე-დემოკრატებმა – 15, ახალმა მემარჯვენეებმა – 12. უცხოელმა დამკვირვებლებმა ასევე დაგმეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები და მას გაყალბებული უწოდეს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებისგან შემდგარმა არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიამ და ევროპის პარლამენტმა 3 ნოემბერს განაცხადეს, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. “სამართლიანი არჩევნებმა,” რომლის 2,500-მდე დამკვირვებელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებდა არჩევნების მონიტორინგს და რომელმაც განახორციელა ხმების პარალელური დათვლა, შეაფასა არჩევნების შედეგები, როგორც “ტოტალურად გაყალბებული”. ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების უმრავლესობა მიიღო – 26.6%. “18 ნოემბერს ცსკო-ს 1088 გვერდიანი დოკუმენტი წარვუდგინეთ, სადაც ნაჩვენები იყო ხმების დათვლის პროცესში მომხდარი დარღვევები თუმცა, ცსკო-მ ეს დკუმენტი და დარღვევები არ გაითვალისწინა” – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. “2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას” – ვკითხულობთ იმავე განცხადებაში. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ცსკო-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგები “შევარდნაძის მიერ ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს”. “არჩევნების შედეგებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნების შედეგები შევარდნაძის კაბინეტში შეიქმნა”, – განაცხადა სააკაშვილმა 20 ნოემბერს. “ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია”, – დასძინა მან. მან ხელისუფლება და პრეზიდენტი შევარდნაძე დიქტატურაში დაადანაშაულა და მოსახლეობას ღირსების დაცვის მიზნით კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. “პრეზიდენტი შევარდნაძე დიქტატორი შევარდნაძე გახდა. ჩვენ ვხედავთ დიქტატურის ყველა ნიშანს, რეპრესიებს, არჩევნების გაყალბებას და ძალის გამოყენებას ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა სააკაშვილმა. ოპოზიციის ლიდერები დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან და შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით თბილისისკენ მშვიდობიან მანიფესტაციას უკეთებენ ორგანიზებას. საპროტესტო აქციის მონაწილენი თბილისში სავარაუდოდ 22 ნოემბერს ჩამოვლენ, როდესაც ახალი პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) 20 ნოემბერს არჩევნების საბოლოო შედეგები არჩევნებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც არჩევნებში ორმა სახელისუფლებო პარტიამ – ედუარდ შევარდნაძის ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” და ასლან აბაშიძის “აღორძინებამ” გაიმარჯვა.
საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 20 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ჩვენ იმედგაცრუებული ვართ არჩევნების შედეგებით და საქართველოს ხელმძღვანელობით”.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა, რომლის მიხედვით სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” – 21.32%, “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 18,84%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 18,8%, “ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 12,04%, ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” – 8,79%, “ახალი მემარჯვენეები” 7,35% – ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმი.