
ახალი ამბები
20:00 სთ-დან საარჩევნო ხმებს საუბნო კომისიები დაითვლიან
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 20:00 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩეველთა ხმების დათვლას დაიწყებენ. ხმების დათვლის შემდეგ დაილუქება საარჩევნო ყუთები, შედგება ორი ოქმი და გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცსკ დალუქულ ყუთებს იმ შემთხვევაში გახსნის, თუ ხმების არასწორად დათვლასთან დაკავშირებით საჩივანი შემოვა. უბნების 10-15% პროცენტის ხმების დათვლის შემდეგ, დაახლებით ღამის 1.00 საათზე, წარმოდგენილი იქნება არჩევნების წინასწარი მონაცემები, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” ცსკ-ის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ.