skip to content
ახალი ამბები

“ბურჯანაძე – დემოკრატებმა” მაჟორიტარი დეპუტატობის პირველი კანდიდატი წარმოადგინეს

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურმა ბლოკმა “ბურჯანაძე – დემოკრატები” დღეს პირველი მაჟორიტარობის კანდიდატი წარმოადგინეს. სამგორის რაიონში ამ ბლოკიდან კენჭს კვლავ მიხეილ მაჭავარიანი იყრის.

“ჩვენ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატურის წარდგენას სამგორის რაიონიდან ვიწყებთ და პირველ კანდიდატს წარმოგიდგენთ. ბლოკი ეცდება თითქმის ყველა რეგიონში ღირსეული კანდიდატურა წარმოგიდგინოთ”, – განაცხადა ბლოკის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 25 აგვისტოს სამგორის რაიონის ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ ბლოკიდან, სავარაუდოდ, დავით სალარიძე იქნება. ბლოკმა უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – პედაგოგი კარლო ბარდაველიძე.

Back to top button