skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე მადლობას უხდის რუსეთის პატრიარქს

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართევლოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მადლობას უცხადებს სრულიად რუსეთის ეპისკოპოსს ალექსი მეორეს ქართული მხარისთვის გამოგზავნილი წერილის გამო, სადაც რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთს ქართულ კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს და იქ მოქმედ ეკლესიებს საქართევლოს საპატრიარქოს მფლობელობაში ასახელებს.

“ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მოგვარებას და საქართევლო-რუსეთის ურთიერთობებს როგორც ეკლესიებს, ასევე სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო გააღრმავებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიონტერვიუში 25 აგვისტოს.

რუსული ეკლესიის მეთაურმა წერილი ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ გამოუგზავნა.

Back to top button