skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი “ნაციონალების” კანდიდატებს ასახელებს

(თბილისი, 23 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც არჩევნებზე მისი გუნდიდან სხვადასახვა რაიონებში იყრიან კენჭს.

“თბილისში, გლდანის რაიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო უბანია დედაქალაქში, კენჭს ჩვენი მოძრაობიდან კობა დავითაშვილი იყრის. ჩვენ დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ სხვა პიროვნებებსაც, რომლებიც კენჭს სხვა რაიონებში იყრიან”, – განაცხადა დღევანდელ პრესკნფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.

იგი ჯერ არ ასახლებებს იმ პირის ვინაობას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში დაიცავს და აცხადებს, რომ ეს ჭკვიანი და შემტევი ხასიათის პიროვნება იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას, სააკაშვილი უკვე შეუძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ეს გაერთიენება ვერ შედგა.  

Back to top button