
ახალი ამბები
აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების იუსტიცის მინისტრად ვალერი ნადარეიშვილი დაინიშნა
(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დღეს ვალერი ნადარეიშვილი დაინიშნა. მას მანამდე ამავე სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ვალერი ნადარეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის ვაჟია.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია თანამდებობიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს.