skip to content
ახალი ამბები

ენერგომომარაგება ნაწილობრივ აღსდგა

(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 18 აგვისტოს ენერგომომარაგება ნაწილობრივ აღსდგა საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, მას შემდეგ რაც რუსეთმა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით დაიწყო ქვეყნის მომარაგება.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე 18 აგვისტოს მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მთლიანი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ავარია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგადაც მომხდარიყო.

თბილისში ბოლო დროს გამწვავებულ ენერგოკრიზისს წინ უძღოდა ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ისAმიერ თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში მისი კუთვნილი აქციების 75%-ის მიყიდვა “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემებისადმი”. გლობალური გამორთვა ასევე დაემთხვა ენერგეტიკის ახალი მინისტრიეს მამუკა ნიკოლაიშვილის პირველ სამუშაო დღეს მინისტრის რანგში.

Back to top button