
ახალი ამბები
საპროტესტო აქცია მარნეულში
(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 18 აგვისტოს მარნეულის გამგეობის შენობასთან 5 ადგილობრივი აზერბაიჯანული ოჯახის წარმომადგენლებმა შიმშილობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილენი რაიონის ხელმძღვანელობას და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან მამალაძეს მათთვის მიწების წართმევასა და გაყიდვაში ადანაშაულებენ და მიწების დაბრუნებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილენი აცხადებენ, მათი კუთვნილი 15-15 მეასედი მიწის ფართობები 200-300 დოლარად გაიყიდა.
მარნეულის გამგეობის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ოჯახები არ იღებენ იმ ნაკვეთებს, რომლებსაც მათ სთავაზობენ და სხვა ადგილზე ითხოვენ მიწას, რომელიც ამჯამად არენდატორებს აქვთ იჯარით აღებული.