
ახალი ამბები
შევარდნაძე მადლობას უხდის ბადრი პატარკაციშვილს
(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მადლობას უხდის ქართველ ბიზნესმენებს გაწეული ღვაწლისათვის, მათ შორის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ურეკში “იმედის ქალაქის” მშენებლობის გამო და ასევე რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს აკაკი ჩხაიძეს რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციისთვის.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მომავლისა სწორედ აღმშენებლობაა და ამისათვის საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერაა საჭირო.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით და დაფინანსებით ურეკში “იმედის ქალაქის” მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაცია 16 აგვისტოს მოეწყო და მიწვეული იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.