ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირების პროექტის განხილვა ვერ დაიწყო

(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ქვორუმის არ არსებობის გამო პარლამენტმა დღეს ვერ მოახერხა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც ხარჯვითი ნაწილის 86 მილიონი ლარით შემცირებას, ხოლო შემოსავლების 45 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

ოპოზიციური ფრაქციები, ისევე როგორც მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან.

2003 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ხარჯების შემცირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციას წარმოადგენს, რომლის არ შეშრულების შემთხვევაში, ფონდი უარს იტყვის დაეხმაროს საქართველოს პარიზის კლუბთან მოლაპარაკებების წარმართვაში.

Back to top button