
ახალი ამბები
კოკოევმა ცხინვალის მთავრობა გადააყენა
(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოევმა 13 აგვისტოს თავისი მთავრობის მთელი მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით დაითხოვა. ივლისის თვეში კოკოევმა თანამდებობიდან დაითხოვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, მათ შორის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები კრიმინალურ სამყაროსთან მათი სავარაუდო კავშირების გამო.