We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პარლამენტმა არ დაამტკიცა შესწორება ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაზე

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შესწორება, რომელიც სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებდა ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო.

ოპოზიციურმა პარტიებმა ამ წინადადებას არ დაუჭირეს მხარი, რადგან შიშობდნენ, რომ ხელისუფლება კანონის ამ ნორმის გამოყენებას შეეცდებოდა ოპოზიციური ძალებზე ზეწოლისთვის.

დარჩა ძველი ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლო დაუმტკიცებს მოსყიდვას კანდიდატს, 4 წლის შემდეგ მომავალ არჩევნებში კანდიდატს თავისი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ ექნება.

Back to top button