ახალი ამბები

დავით თევზაძე დეზინფორმაციას უწოდებს ცნობებს საზენიტო კომპლექსებთან დაკავშირებით

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დეზინფორმაცია უწოდა რუსული მასმედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რმო საქართველო უარს აცხადებს ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ ვის მიყიდა “იგლას” ტიპის საზენიტო გადასატანი კომპლექსები.

“ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კარგად მოფიქრებული დეზინფორმაცია საკუთარი “პიარისა” და საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით. სამწუხაროდ ეს არ ხდება იმ მიმწოდებლების გარეშე, რომელთა კარგად განვიტარებული ქსელიც რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში გააჩნიათ”, – განუცხადა 14 აგვისტოს დავით თევზაძემ ჟურნალისტებს.

რუსულმა მედიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დსთ-ის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ უარყო რუსეთის წინადადება “იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარების გაყიდვების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button