Placeholder canvas
ახალი ამბები

“წითელი ხიდი” – ქართული ეკონომიკის დამახინჯებული სარკე

საბჭოთა პერიოდში "წითელი ხიდს", რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს, მეგობრობის ხიდს ეძახდნენ. აქ ხშირად ტარდებოდა ამიერკავკასიის ხალხთა საზეიმო შეხვერდები. ხიდი ამიერკავკასიის ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ ითვლებოდა საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში. დღეს "წითელი ხიდი" სხვა ასოციაციებს იწვევს, მეტწილად ეკონომიკასთან კავშირში, რადგან აქ ყოველდღიურად საზღვარ უამრავი წვრილი საქონლით მოვაჭრე და კონტრაბანდული საქონელი კვეთს.

ჯერ კიდევ "წითელლ ხიდთან" მისვლამდე შორიდან ჩანს ხალხისა და სხვადასხვა "კალიბრის" ავტომანქანების რიგები – ისინი ყველა აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებიან.

"წითელი ხიდის" ყველაზე დიდი უსიამოვნება მრავალსაათიანი რიგებია, რომლებიც ბევრ უხერხულობას ქმნიან. ქართველი ჩინოვნიკები პროცედურების ხანგრძლივობას ძირითადად იმით განმარტავენ, რომ წვრილ მოვაჭრეებს არ გააჩნიათ დოკუმენტაცია მათ ბარგში არსებულ საქონელზე. მოვაჭრეები კი ამტკიცებენ, რომ ბევრი დრო იხარჯება მებაჟეებთან ქრთამის ოდენობის დადგენაზე. არც თუ ისე იშვიათად ვაჭრობა ქრთამის ოდენობასთან დაკავშირებით აღმოსავლური ბაზრების ყველა წესის დაცვით იმართება გაცხოველებული ჟესტიკულაციისა და ხმამაღალი დავის თანხლებით. ბაზრობა საბაჟოსთან ახლოს ქართულ ტერიტორიაზეა გამართული, სადაც მეზობელი სომხეთიდანაც ჩადიან მოვაჭრეები. გარიგებები კავკასიის ყველა ენაზე იდება, მოვაჭრეებისა და მყიდველთა ხელში ამიერკავკასიის ქვეყნების ფულადი ნიშნები, რუსული რუბლები, ამერიკული დოლარები, და ზოგჯერ ჯერ-ჯერობიტ ახალი ევროებიც კი ტრიალებს. თუმცა, საქონლის ძირითადი მასა აზერბაიჯანიდან პირდაპირ თბილისში მიედინება, საქართველოს მთავარ "სუპერმარკეტში".

თბილისთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მრავალი მეპატრონე კონტრაბანდისტების მომსახურებით სარგებლობს. პლასტიკის ტომრებში ჩასხმული საავტომობილო ზეთი, ძირითადად, "წითელი ხიდიდან" ავტობუსებით მოედინება. ერთ რეისზე "იკარუსის" მარკის ავტობუსს ერთ ტონამდე კონტრაბანდული, და აქედან გამომდინარე ძალიან იაფი საავტომობილო ზეთის გადატანა შეუძლია.

ბათუმში მცხოვრები თამაზ ბ. ადრე ამ ზეთს თბილისში, ვარკეთილის "შავ" საბიტუმო ბაზარზე ყიდულობდა. ახლა ის სხვანაირად იქცევა: მოელაპარაკება სამგზავრო ავტობუსის მძროლებს, ხვდება მათ წითელ ხიდთან, გადატვირთავს ზეთს თავისი მანქანის საბარგულში და მიემგზავრება ბათუმში. ზეთის გაყიდვა ყველა ხარჯს ანაზღაურებს, მათ შორის საგზაო პოლიციისთვის მრავალრიცხოვან ქრთამებს, და რა თქმა უნდა, მოგებაც რჩება.

"წითელ ხიდზე" გადატანილი მთელი საქონლის 30% სწორედ წვრილ მოვაჭრეებზე მოდის.

სახელმწიფო ცინოვნიკებიც, დამოუკიდებელი ექსპერტებიც და ბიზნესმენებიც აღიარებენ, რომ საქართველოში მოქმედი საგადასახადო ტარიფები ძალიან მაღალია. ზოგიერთ სამრეწველო საქონელზე ქვეყანაში შეტანისას გადასახადი 34,76%-ს აღწევს, აქედან – 20% დღგ, 12% საბაჟო გადასახადი, 2,5% საბაჟო მოსაკრებელი და ა.შ. უფრო მაღალია გადასახადები იმპორტირებულ აქციზურ საქონელზე, მაგალითად, სიგარეტზე გასადახადი შეადგენს თვითღირებულების 170%. გადასახადები და საბაჟო მოსაკრებლები რომ შესამცირებელია, ამას ყველა აღიარებს და უდავოა. მაგრამ ამის მიუხედავად, არაფერი იცვლება…

მაღალი გადასახადები და საბაჟო განაკვეთები საქართველოს ეკონომიკაზე მეტად ცუდად მოქმედებს. უბრალო მაგალითია – მას შემდეგ, რაც სატრანზიტო გადასახადები გაიზარდა (გადასახადი ერთ მანქანაზე მერყეობს 30-დან 350 დოლარამდე), საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა მკვეთრად შემცირდა. ამას ემატება უამრავი ფულის მკრეფაცი პოლიციელები გზებზე. სწორედ ამის გამო მრავალმა სტამბულელმა შორი მარშუტით მიმავალმა მძღოლმა თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი მარშრუტის ნაცვლად აირჩიეს უფრო შორი გზა, მაგრამ უფრო იაფი ირანის გავლით. შედეგად, არამარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც ვერ იღებს ბიუჯეტში დიდ თანხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესულიყო.

ქართული კანონების მიხედვით, მხოლოდ იმ საქონელს უნდა ახლდეს ანგარიშ-ფაქტურა და სხვა ქაღალდები, რომლის ღირებულებაც 350 აშშ დოლარს აღემატება.

სხვათაშორის, ქართული კანონმდებლობის ამ პუნქტებმა ბიზნესის ახალ;ი სახეობები გააჩინა. "წითელ ხიდზე" მრავალი წვრილი მოვაჭრე "რიქშად" მიექირევება ტვიტთის გადამტანს და დღეში რამდენჯერმე გადადის საზღვარზე. მათ უფრო მსხვილი ბიზნესმენების სააონელი გადმოაქვთ აზერბაიჯანიდან საქართველოში მცირე პარტიებით, რომლებიც ფაქტიურად საბაჟო დაბეგვრას არ ექვემდებარება. ზოგიერთი "რიქშა" ფულის დაგროვების შემდეგ, უკვე თავის თავზე იწყებს მუშაობას, და საქონელი უკვე დაკვეთით ჩაომაქვს. ამ საქმით, ზირითადად, საზღვრის მიმდებარე რაიონების მოსახლეობაა დაკავებული, მათ საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში შეუძლიათ. თუმცა, ქრთამების მიცემა მაინც ყველას უწევს, გადასატანი საქონლის მოცულობისა და ხარისხის მიუხედავად.

– მებაჟეები იმათაც კი უშარდებიან, ვისაც მხოლოდ ორიოდე ჩანთით მიაქვს საქონელი. ტრაილერებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, – ამბობს გარდაბნელი ავთო ზ., რომელიც წვრილ მოვაჭრედ ახლახანს იქცა, – მე ირანული საქონელი გადმომაქვს და საზღვარზე რეგულარულად მიწევს "ხელში მიცემა". არც თუ იშვიათად ქრთამის მოცულობა მებაჟის განცყობა-ხასიათზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ სალაროში მომიწევს გადახდა, როგორც თვითონ მეუბნებიან, ბევრად მეტის გადახდა მომიწევს. ოფიციალური გადახდა არავის აწყობს, არც მე და არც საბაჟოს.

საბაჟოზე კორუფციას მებაჟეთა უაღრესად დაბალი ანაზღაურებაც უწყობს ხელს. მებაჟის ხელფასი დაახლოებით 80 ლარია.  მარტივი გასაგებია, რომ ასეთი ხელფასი ვერ შეაკავებინებს თავს მებაჟეს ცდუნებისგან, როცა მის ხელში ამდენი თანხა გადის.

შსს-ისა და სახელმსწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობებში "წითელი ხიდი" ხშირად მოიხსენება ნარკოტრანზიტთან დაკავშირებით. ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, აფხაზეთსა და შიდა ქართლის გარდა (სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები ჩრდილოეთ კავკასიიდან მოედინება), "წითელი ხიდი" იმ სამ ძირითად მარშრუტში შედის, რომლებითაც ნარკოტიკული ნივთიერებები საქართველოს შიდა ბაზარზე ხვდება.

საქართველო, რომელიც კავკასიის გეოპოლიტიკურ კვანძს წარმოადგენს, ძალიან მოხერხებულია ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანისთვის, მათ შორის აზიიდან ევროპაშიც. საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებებიშუა აზიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან შემოდის კასპიის გავლით. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრით სარგებლობა ნარკომოვჭრეებს გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ. ირანის გავლით ნარკოტიკების გადატანა უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული – ამ ქვეყანას თითქმის არ აქვს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან. რჩება მხოლოდ საქართველო. ხოლო ძირითადი მაგისტრალი, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს, "წითელ ხიდზე" გადის…

რა თქმა უნდა, "წითელ ხიდზე" უამრავი პრობლემაა. ნარკოტიკების კონტრაბანდა გადასახადების არგადახდა მხოლოდ ნაწილია ამ პრობლემებისა. თუმცა, ნაკლოვანებების გარდა დაებითი მომენტებიც შეინიშნება. გარკვეულწილად, "წითელი ხიდი" "ამიერკავკასიის ხალხების მეგობრობის ხიდად" კვლავ რჩება, როგორც საბჭოთა პერიოდში. ვინც არ უნდა ხვდებოდეს აქ ერთმანეთს, სომეხი და აზერბაიჯანელი, რუსი და ჩეჩენი, ქართველი და აფხაზი, ისინი არადროს ლაპარაკობენ პოლიტიკაზე და არსებულ უთანხმოებებზე. "წითელ ხიდზე" ბიზნესს ყოველთვის თან ახლავს ცოტა მშვიდობისმყოფელობა, ანუ ის, რასაც სახალხო დიპლომატიას ეძახიან. ვაჭრობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ომი, – ამბობენ აქაური ბიზნესმენები.

რაც შეეხება გარდაქმნებს, მოვაჭრეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ თუ რიგები გაქრება, ყველაფერი წესრიგში იქნება. დანარჩენში კი აკ ცვლილებებს უფრთხიან. – ჩვენს მთავრობას, – ამბობა თამაზ მ., რომელიც დიდი ხანია საქონელს "წითელ ხიდზე" ყიდულობს, – რამის შეცვლა რომც შეეძლოს, სიკეთისკენ ამას არ გააკეთებს. ამიტომ უკეთესია, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის…

მსგავსი/Related

Back to top button