
პარლამენტი დღემდე ვერ იღებს პასუხს სტრატეგიულ ენერგოობიექტებთან დაკავშირებით
(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები არკვევდნენ თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მიერ რუსულ კომპანია “რაო-ეეს”-ისათვის საქართველოში არსებული აქტივების მიყიდვა, ისე რომ ამის შესახებ ქართულმა მხარემ არაფერი იცოდა.
“გასარკვევია, რა მექანიზმებით განხორციელდა ეს პროცესი და იყო თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული ხელისუფლება. საჭიროა ხელისუფლებამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია, თუ იცოდა ამის შესახებ, რატომ თავიდან არ ამცნო პარლამენტს და თუ არა, ეს კიდევ უფრო ცუდია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ფასად მიიღებს ელექტროენერგიას და გაზზს. რუსული კომპანიების შემოსვლით არ უნდა მოხდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა” – განაცხდა 5 აგვისტოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სპეციალური სხდომა ჩატრდა, სადაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მამუკა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ “ეი-ი-ეს”-სა და “რაო-ეეს”-ს შორის მოლაპარაკებების შესახებ სახელმწიფო კანცელარიას ოფიციალური დოკუმენტი არ მიიღია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტი ხელისუფლებას სამი დღის ვადას აძლევს და მისგან 8 აგვისტოს სხდომაზე პარლამენტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენას მოითხოვს.
6 აგვისტოს კი ენერგოკრიზისის შემსწავლელი დროებითი კომისია საჯარო ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევს იმ პირებს, რომლებსაც უშუვლოდ ევალებოდათ ამ საკითხის გარკვევა. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩუბინიშვილის განცხადებით, ამის უფლება კომისიას აქვს.
“ეი-ი-ეს”-სა და “რაო-ეეს”-ს შორის გარიგება 31 ივლისს შედგა, რომლის მიხედვითაც “რაო-ეეს”-ის საკუთრება გახდა “თელასი”, ჰიდროელექტროსადგურები “ხრამი-1” “ხრამი-2”, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით გადამცემი ქსელები “ეი-ი-ეს ტრანსენერჯი” და “ეი-ი-ეს მტკვარის” ორი ენერგობლიკი.