ახალი ამბები

აჟიოტაჟი სახელმწიფო კანცელარიაში ელიევის გარდაცვალების შესახებ არაზუსტ ცნობასთან დაკავშირებით

(თბილისი, 1 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტს დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ინფორმაცია მიაწოდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შესახებ, რის გამოც მწუხარება გამოთქვეს ედუარდ შევარდნაძემ და უშიშროების საბჭოს წევრებმა.

მოგვიანებით ინფორმაციის გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა ცნობა ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შესახებ. ამის თაობაზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღავნელმა კახა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია არ დასტურდება. იგი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე თავად დაუკავშირდეს ჰეიდარ ალიევს ტელეფონით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარებისგან აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში თავს იკავებს.

ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანის ოპოზიციური საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი უცხოური საშუალება დროგამოშვებით ავრცელებს ცნობებს ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შესახებ.

Back to top button