ახალი ამბები

ბურჯანაძე საარჩევნო კანონის განხილვის ჩაგდებაში სახელისუფლო ფრაქციებს ადანაშაულებს

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამეტის თვამჯდომარე ნინო ბურჯანაძე 30 ივლისს პარლამენტის რიგგაერშე სხომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ჩაგდებაში სხვადასხვა ძალებს, მათ შორის სახელისუფლებო ფრაქციებს ადანაშაულებს.

“ყველანი მოწმე ხართ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, რათა ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე დამდგარიყო, მაგრამ როგორც ჩანს არიან ძალები, მათ შორის სახელისუფლებო, რომელთაც არ სურთ ბეიკერის პროექტის მიღება და არჩევნების სამართლიანად ჩატარება”, – განაცხადა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გახსნამდე ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სამწუხარია, როცა პარლამენტი ვერ ახერხებს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რაც ხალხს თავისუფალი არჩევენის შესაძლებლობას უზღუდავს.

პარლამეტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ერთი საათით გადაიდო. ბურჯანაძემ ფრაქციების ხელმძღავანელებს მოუწოდა უზრუნველყონ დეპუტატების დასწრება და სრულ მობილიზაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button