
ბიზნესი არჩევნებისთვის ემზადება
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები გასულ წლებთან შედარებით ხელისუფლებას მკვეთრად ემიჯნებიან და ზოგიერთი მათგანი საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, ზოგიერთი კი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას აპირებს. “დაბინძურდა ხელისუფლება და დაბინძურდა ეკონომიკა, ბიზნესი გახდა შანტაჟისა და მკვლელობის მიზეზი” – აცხადებენ ბიზნესმენები. ისინი ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვენ ასეთი დამოკიდებულების შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მზად არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას და არც ხელისუფლების წარმომადგენელბის მხილებას მოერიდებიან, რომელთა ჯიბეშიც მიდის მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თნხები. როგორც მოსალოდნელი იყო მსხვილ მეწარმეთა და ბიზნესმანთა მიერ გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილო დარჩა პრეზიდენტი შევარდნაძე. “მართალია მძლავრი ფენაა და მათ თავის მხრივ კორპორაციული ინტერესები აქვთ, მაგრამ საქართველოსთვის მეწარმეთა ფენის განვითარება მართლაც მისასალმებელია, თუმცა ამ შეხვედრაზე რამოდენიმე არასასურევლი და საწყენი განცხადება გაისმა, რაზეც კონკრეტულად არ შევჩერდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს, რომელსაც სინდისი გააჩნია გაიხსენებს, თუ როგორ დაეხმარა ხელისუფლება და კერძოდ პრეზიდენტი ბიზნესის განვითარებაში და ფეხზედადგაომაში” – განაცხადა ორშაბათის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ 7 აპრილს. პრეზიდენტის მხრიდან ბიზნესმენებისთვის წარსულის გახსენება შემთხვევით არ იყო. სრულიად საპირისპირო განცხადებები კეთდებოდა გადამხდელთა კავშირის შანრშანდელ ყრილობაზე, როდესაც ზოგიერთი ბიზნესმენი, შევარდნაძისთვის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებასაც კი მოითხოვდა. ხელისუფლებასა და ბიზნესმენების დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგის დაცემას უკავშირებს “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის” წარმომადგენელი გია ნოდია. მისი განცხადებით, შევარდნაძის მხარდაჭერა დღეისათვის არაადვკვატური და არაეფექტურია. “ეს ადასტურებს შევარდნაძის სისუსტეს, ბიზნესმენები აღარ მიიჩნევენ პერსპექტიულად მასზე ორიენტირებას. გასაკვირია ისიც, რომ ზუსტად იგივე ხალხი ერთი წლის წინ იგივე ოფისში შევარდნაძისთვის პრეზიდენტობის ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ. ყოველევე ეს შევარდნაძის კრიზისის გამომხატველია”- განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გია ნოდიამ. იმის მიუხედავად, რომ გადამხდელთა კავშირის ყრილობაზე ბიზნესმენებმა გამოთქვეს სურვილი მოახლოებული არჩევნებისთვის ერთიანი პოზიცია შეიმუშავონ, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება. მსხვილ მეწარმეთა და ბიზნესმენთა შორის უკვე ამჟამად იკვეთება რამოდენიმე დაჯგუფება, რომლებიც არჩევნებისას სრულიად საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდებიან. ამ მძლავრ ჯგუფებს შორის მოიაზრებიან გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი, “ახალი მემარჯვენეები,” რომელსაც გავლენიანი ბიზნესმენები დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ლიდერობენ, ასევე “მრეწველები,” რომლებიც როგორც თავად აცხადებენ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობის მიღებას. “ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში და მხარი დაუჭიროთ რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს და პიროვნებებს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარის დროს ნიკო ლეკიშვილმა. თავად ნიკო ლეკიშვილმა შესაძლოა არჩევნებში კენჭი კვალავ ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს. ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას კავშირის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ოზურგეთის რაიონში იყრის კენჭს. ნიკო ლეკიშვილი ჯერ არ ახმაურებს თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობა, თუმცა მას არაერთხელ განუცხადებიან მისი სიმპათიების შესახებ “ახალი მემარჯვენეებისადმი.” “ახალი მემარჯვენეებს” ლეკიშვილის გარდა ცნობილი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერის იმედიც უნდა ჰქონდეთ. როგორც ბადრი პატარკაციშვილმა გადამხდელთა კავშირის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ხელისუფლებაში ისურვებდა, რხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას – “ახალ მემარჯვენეებს” და “გაერთიანებულ დემოკრატებს,” ვინაიდან სხვა რეალურ ძალას საქართველოში ვერ ხედავს. თუ “ახალი მემარჯვენეების” ხილვამ პატარკაციშვილის რჩეულთა სიაში გაკვირვება არ გამოუწვევია, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიის პარტიის დასახელება კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანს. “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის” წარმომადგენელი გია ნოდია მიიჩნევს, რომ პატარკაციშვილის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში ძალთა ხელახალი გადანაწილება უნდა მოჰყვეს. “ის, რომ პატარკაციშვილი მხოლოდ გამყრელიძეს და ჟვანიას უჭერს მხარს, ღიად ტოვებს აქამდე საზოგადოების ფართო ფენებში არსებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვით ჟვანია სააკაშვილი [საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი] ერთად მოისაზრებოდა. ამ განცხადების შემდეგ მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ურთიერთდამოკიდებულების დაფიქსირება,” – განაცხადა გია ნოდიამ. იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ პატარკაციშვილის ეს განცხადება ამ ორ პარტაის შორის ახალი ინტრიგის შექმნის საფუძველი გახდეს და ადგილების გადალაგება მოჰყვეს, რადგან აქამდე სააკაშვილი პატარკაციშვილთან დაპირისპირებულ პირად მოიაზრებოდა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პატარკაციშვილის არჩევნებში მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სასურველი იქნებოდა, რადგან მას გააჩნია ისეთი რესურსები, როგორიცაა – ფული და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის ტელევიზია “იმედი,” რომელმაც ახლახანს დაიწყო მაუწყებლობა. ეს ორი რესურსი კი პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია
ბიზნესმენების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები პირველად გადამხდელთა კავშირში 2 აპრილს შემდგარ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გაკეთდა, რომელსაც საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა ფართო სპექტრი დაესწრო და რომლებიც ხელისუფლებას ბიზნესის, რბევაში, შევიწროებასა და რეკეტში ადანაშაულებდნენ.
ყოფილი სახელწიფო მინისტრი, დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი, რომელიც ამჟამად გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარეცაა როგორც თავად აცხადებს თავის “გუნდთან ერთად აქტიურ მზადებას” იწებს მოახლოებული საპარლემენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.