
აფხაზეთი კრიზისში
სოხუმის მთავრობის გადადგომის შედეგები ჯერ ბუნდოვანია “ეს გადაწყვეტილება მიღებულია შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამოსვლისათვის. სამწუხაროდ რეალობა ასეთია, რომ ჯანსაღ ძალების პარალელურად, რომლის დღის წესრიგში საფუძვლიანი საკითხები დგას დაიწყო გამოვლინება სხვა ძალებმა, რომელთა ანგარებიანი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ახალგაზრდა სახელმწიფოს” – ნათქვამია მთავრობის მიერ არძინბას მიმართ გაკეთებულ განცხადებაში. სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ მთავრობის დათხოვის შესახებ განცხადების დაწერის მიზეზი ზოგიერთი პოლიტიკური ძალების მოთხოვნები გახდა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები, რომელთა შორის 1992-93 წლებში შექმნილი ომის ვეტერანთა გაერთიანება “ამცახარა” სახელდება, 10 აპრილს სოხუმში საპროტესტო შეკრებას გეგმავდნენ. “ამცახარა,” ისევე როგორც ისინი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ და მათ გადადგომას ითხოვენ. პირველი ულტიმატუმი ხელისუფლებას “ამცახარამ” 20 მარტს წაუყენა. მათ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება “აიტაირა”, რომლის წარმომადგენლებმა 7 აპრილს ყველა პოლიტიკური გაერთიანებისგან არსებული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით პრეზიდენტთან და პარლამენტთან შეხვედრა მოითხოვა. მათ ასევე გაავრცელეს საკუთარი მოთხოვნები, სადაც ნათქვამია, რომ “მხოლოდ მთავრობის შეცვლით ვითარება არ გამოსწორდება”. “Aიტაირა,” ისევე როგორც, “ამცახარა” ითხოვს სახელისუფლო სისტემაში რეფორმების გატარებას და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ასევე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებისთვის გადაუდებელი ცვლილებების გატარებას. აფხაზეთში შექმნილ რთულ შიდა პოლიტიკურ ფონი კიდევ უფრო დაამძიმა 7 აპრილს სოხუმის ციხიდან 9 პატიმრის გაქცევის ფაქტმა, რომელთა შორის რამოდენიმე სიკვდილმისჯილიც არის, მათ შორის რამოდენიმე ჩეჩენი და ერთი ქართველი, რომლებიც რუსლან გელაევის რაზმში იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა თბილისმა სოხუმში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ჩანს, დიდი ყურადღება არ დაუთმო. დღემდე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთში მომხდართან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ სოხუმის ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებმა შესაძლოა შეაფერხოს შევარდნაძესა და პუტინს შორის 6-7 მარტს სოჭის შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმების განხორციელება, რომელიც აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენას და პარალელურად რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს. “ის თუ რა გავლენას იქონიებს შეთანხმების შესრულებაზე აფხაზეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის გაუწევენ რეკომენდაციას და ვინ მოვა სოხუმის მთავრობაში” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ. მიმდინარე მოვლენების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და დეტალურ კომენტარს არ აკეთებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აფხაზეთის საკითხთა შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. “ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ყველაფერი გარედან ხდება მათი [აფხაზების] მეზობლის მხრიდან [რუსეთი]” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ყოლბაიამ. სოხუმში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ დააკომპლექტებს აფხაზეთის ახალ მთავრობას, არ შეიცვლება სოხუმის პოლიტიკა თბილისთან და მოსკოვთან მიმართებაში. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიააფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 8 აპრილს დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის გენადი გაგულიას და მთელი მთავრობის განცხადება გადადგომის შესახებ. მთავრობის შეცვლა აფხაზეთში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება, რაც სეპარატისტულ რეგიონში არსებულ აშკარა კრიზისზე მიუთითებს.