ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თბილისში

(თბილისი, 17 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 16 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ტერი დევისი.

“ჩემი ვიზიტის მიზანია შევისწავლო საქართველოში ამჟამად არსებული მდგომარეობა”, – განუცხადა ტერი დევისმა ჟურნალისტებს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ქართული დელეგაციის წევრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუმარტან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ უარყოფითი ტენდენციების გაძლიერებაზე.

“მე პროტესტი გამოვხატე პრეზიტენტის არადემოკრატიულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 წევრისგან დაკომპლექტებას ითვალისწინებს, რომელთაგან ცხრას პრეზიდენტი წარადგენს”, – განუცხადა ჟურნალისტება ჟვანიამ ტერი დევისთან შეხვედრის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button