ახალი ამბები

ხელისუფლება და “ეი-ი-ეს თელასი” შეთანხმდნენ – მეტროპოლიტენი აღარ გაითიშება

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანია “ეი-ი-ეს თელასსა” და ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ უკვე გასცა ბრძანება კომპანიის ანგარიზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

თავის მხრივ კომპანიის გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი მზადაა ელექტროენეგრია არ შეუწყვიტოს მეტროპოლიტენს, “თბილტრანსსა” და “თბილწყალკანალს”, რაც დღეს დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კანცელარიაში სპეციალური შეხვედრა გაიმართა ფინანსთა სამინისტროში უშედეგოდ დასრულებული სეხვედრის შემდეგ. კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დავალიანების დაფარვას.

კომპანიის მიერ სტრატეგიული ობიექტებისთვის ენერგიის გათიშვის გამო პროტესტი გამოთქვეს და კომპანიის ეს ქმედება თვითნებობად შეაფასეს ფინანსთა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრებმა.

ამ დროისათვის უკვე მობილიზებულია 3 600 ათასი ლარი თბილისის მერიის დახმარებით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კომპანია ელექტროენერგიას აღარ გაუთიშავს მეტროპოლიტენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button